კლასიკური პეკანის პაი

ცომი
- ხორბლის ფქვილიწონა:150 გმოცულობა:1 1/4 ჭიქა
- შაქარიწონა:25 გმოცულობა:2 სუფრის კოვზი
- მარილიწონა:1,5 გმოცულობა:1/4 ჩაის კოვზი
- კარაქი, ცივიწონა:100 გმოცულობა:1/2 ჭიქა
- კვერცხის გულიწონა:20 გმოცულობა:1 ცალი
- ცივი წყალიწონა:30 გმოცულობა:2 სუფრის კოვზი
მომზადების წესი
ცომი
დიდ ჯამში შეურიეთ 150 გ გაცრილი ფქვილი, 25 გ შაქარი და ¼ ჩ.კ. მარილი. დაუმატეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი 100 გ ცივი კარაქი და შეურიეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გული და 30 გ ცივი წყალი, შეაერთეთ ცომი ერთიან გუნდად (ზედმეტად ნუ გადაზილავთ).
ფორმის მომზადება
ცომი შედგით მაცივარში 1 საათით. შემდეგ გააბრტყელეთ მრგვლად, თქვენს ფორმაზე ოდნავ დიდი დიამეტრის ზომაზე.
გადაიტანეთ ცხიმწასმულ 23 სმ ფორმაში (მე გასახსნელ ფორმას ვიყენებ), კარგად ჩააფინეთ ძირზე და კედლებზე, ზედმეტი ნაპირები მოაჭერით და სანამ გულსართს მოამზადებთ, ფორმა ისევ მაცივარში შეინახეთ.
პეკანის შიგთავსი
- ყავისფერი შაქარიწონა:100 გმოცულობა:1/2 ჭიქა
- ნეკერჩხლის სიროფიწონა:100 გმოცულობა:1/3 ჭიქა
- კარაქი, გამდნარიწონა:50 გმოცულობა:1/4 ჭიქა
- კვერცხიწონა:50 გმოცულობა:1 ცალი
- ვანილის ექსტრაქტიწონა:4,2 გმოცულობა:1 ჩაის კოვზი
- მარილიწონა:1,5 გმოცულობა:1/4 ჩაის კოვზი
- პეკანი, დაჭრილიწონა:120 გმოცულობა:1 ჭიქა
- პეკანის ლებნები (ზემოდან დასალაგებლად)წონა:100 გმოცულობა:1 ჭიქა
მომზადების წესი
პეკანის შიგთავსი
დაჭერით 120 გ პეკანი. ჯამში კარგად ათქვიფეთ 100 გ ყავისფერი შაქარი, 100 გ ნეკერჩხლის სიროფი, 50 გ გამდნარი კარაქი, კვერცხი, 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი და ¼ ჩ.კ. მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ დაჭრილი პეკანი.
ჩაასხით გულსართი გაციებულ ცომში და ზემოდან ლამაზად მოალაგეთ 100 გ პეკანის ლებნები.
გამოცხობა
გამოაცხვეთ 175°C (350°F) ტემპერატურაზე 25–30 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება და შიგთავსი არ შეიკვრება. დაჭრამდე აუცილებლად გააგრილეთ.
ალერგენები
- გლუტენი
- კვერცხი
- რძე
- თხილეული
გამოთვლილია პროდუქტების შემადგენლობის მიხედვით. შეამოწმეთ შეფუთვა: მწარმოებლებმა შესაძლოა დაამატონ ალერგენები, ხოლო პროდუქტი შეიცავდეს მათ კვალს.
სულ მონაცემები
საიტზე გადასვლა
ვიდეოს ყურება