ნოტიო ბრაუნი თეთრი შოკოლადით

ბრაუნი
- კვერცხიწონა:150 გმოცულობა:3 ცალი
- ყავისფერი შაქარიწონა:150 გმოცულობა:3/4 ჭიქა
- ნუშის ლიქიორიწონა:5 გმოცულობა:1 ჩაის კოვზი
- ვანილის ექსტრაქტიწონა:5 გმოცულობა:1 ჩაის კოვზი
- შავი შოკოლადიწონა:120 გმოცულობა:3/4 ჭიქა
- კარაქიწონა:180 გმოცულობა:3/4 ჭიქა
- ხორბლის ფქვილიწონა:50 გმოცულობა:1/3 ჭიქა
- კაკაოს ფხვნილიწონა:15 გმოცულობა:2 3/4 სუფრის კოვზი
- მარილიწონა:1,5 გმოცულობა:1/4 ჩაის კოვზი
მომზადების წესი
ბრაუნი
ერთმანეთში კარგად აურიეთ 3 კვერცხი, 150 გ ყავისფერი შაქარი, 1 ჩ.კ. ნუშის ლიქიორი და 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი.
ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 120 გ შავი შოკოლადი და 180 გ კარაქი, ურიეთ გამუდმებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამდნარი შოკოლადი ნელ-ნელა, განუწყვეტელი რევით ჩაასხით კვერცხიან მასაში.
ცალკე ჯამში ჩაცერით 50 გ ფქვილი და 15 გ კაკაო, დაუმატეთ ¼ ჩ.კ. მარილი და აურიეთ. მშრალი ნარევი ეტაპობრივად შეურიეთ შოკოლადიან მასას სრულ გაერთიანებამდე.
გამოცხობა
ჩაასხით ცომი პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ 22×22 სმ საცხობ ფორმაში და გადაანაწილეთ თანაბრად. გამოაცხვეთ 180°C (350°F) ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში.
ბრაუნი ოდნავ შეაგრილეთ ფორმაშივე, შემდეგ ამოიღეთ და ბოლომდე გააცივეთ. დაჭერით 9 კვადრატად.
მოსართავად
- თეთრი შოკოლადიწონა:40 გმოცულობა:1/4 ჭიქა
- გულის ფორმის საკონდიტრო მოსართავიწონა:1 გმოცულობა:გემოვნებით
მომზადების წესი
მორთვა
გაადნეთ 40 გ თეთრი შოკოლადი (მე ჯამი დავდგი ორთქლის აბაზანაზე). თხელ ზოლებად მოასხით ბრაუნის ნაჭრებს და ვიდრე შოკოლადი გამაგრდება, მოაყარეთ საკონდიტრო გულები.
ალერგენები
- გლუტენი
- კვერცხი
- სოია
- რძე
- თხილეული
გამოთვლილია პროდუქტების შემადგენლობის მიხედვით. შეამოწმეთ შეფუთვა: მწარმოებლებმა შესაძლოა დაამატონ ალერგენები, ხოლო პროდუქტი შეიცავდეს მათ კვალს.
სულ მონაცემები
საიტზე გადასვლა
ვიდეოს ყურება